[available=lastcomments]

Последние комментарии

loading... მამაჩემის ძმაკაცი მიყვარს...

საიტზე ხმის გასათიშად გამოიყენეთ ინსტრუქცია






ახლა 35 წლის ვარ, ეს ამბავი კი 20 წლის წინ დაიწყო. დედაჩემი და მამაჩემი 16 წლისები დაქორწინდნენ. თანაკლასელები იყვნენ და პირველი კლასიდან ჰყვარებიათ ერთმანეთი. სკოლის დამთავრებისთვის არ დაუცდიათ და დამამთავრებელ კლასში გაიპარნენ. 

მე რომ დავიბადე, ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ... ორივეს უნდა ესწავლა... ამიტომ ბებიას მიმაბარეს და თვითონ "გულაობდნენ", ჯიგრები. რა თქმა უნდა, შაბათ-კვირას მათთან ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად, დროთა განმავლობაში დედად და მამად მაინც ბებია-ბაბუას აღვიქვამდი, ხოლო მშობლებს - და-ძმად. დედისერთაც სწორედ ამის გამო დავრჩი, რომ მეორე შვილის გასაზრდელ-აღსაზრდელად ვერ მოიცლიდნენ. 
როცა წამოვიზარდე და უკვე ჩემი მარტო დატოვებაც შესაძლებელი იყო, მათთან გადავედი საცხოვრებლად. დღემდე ვამბობ, რომ ჩემზე კარგი მშობლები არავის ჰყავს. თან მყვებოდნენ, ხელისგულზე მატარებდნენ... ყველა სურვილს მისრულებდნენ და მანებივრებდნენ. თანაც, მამას ამის საშუალება ყოველთვის ჰქონდა. 
15 წლის რომ გავხდი, ჩემი დაბადების დღე ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ. მამამ და დედამ თავიანთი მეგობრები დაპატიჟეს... მამა რამდენიმე დღით ადრე აღნიშნავდა, რომ მისი და დედას მეგობარი და თანაკლასელი იყო რუსეთიდან ჩამოსული და ისიც ჰყავდა დაპატიჟებული, თანაც - მოუთმენლად ელოდა, რადგან რამდენიმე წელი იყო, ნანახი არ ჰყავდა. სტუმრებმა შეკრება დაიწყეს. მე ლამაზ კაბაში გამოწყობილი დავფრიალებდი მათ შორის, საჩუქრებს ვიღებდი და მადლობას ვეუბნებოდი. კარზე ზარს დარეკავდნენ თუ არა, მე გავრბოდი. ჰოდა, კიდევ რომ დაირეკა ზარი, მივედი და გავაღე. ენით აუწერლად სიმპათიური მამაკაცი იდგა კართან და ხელში უზარმაზარი, ლამაზად შეფუთული ყუთი ეჭირა. - ანა შენ ხარო? - მკითხა და გამიღიმა. - დიახ-მეთქი, უხერხულად შევიშმუშნე. - ეს - შენ, - მითხრა, მაგრამ საჩუქარი არ გამომიწოდა. ცოტა ხანს უხერხულად მიღიმოდა და როგორც იქნა, მომაწოდა. - უკაცრავად, წინასწარ არ მიკითხავს, იუბილარი რამდენი წლის ხდებოდაო. ამ დროს მამაჩემი შემოეგება და ატყდა ერთი ხვევნა-კოცნა. ჩემთვის აღარავის ეცალა, ამიტომ საჩუქარი სხვა ოთახში გავიტანე და გავხსენი. თითქმის ჩემი სიმაღლის თოჯინა იდო შიგ. მივხვდი, უხერხულად იმიტომ იგრძნო თავი, რომ თოჯინა მაჩუქა და მიიჩნია, რომ ჩემი ასაკისთვის შესაფერისი არ იყო. 
არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ იმ წუთიდან, როცა ეს კაცი პირველად დავინახე, გონებიდან არ ამომდიოდა. მანამდე საპირისპირო სქესს ჩემი ყურადღება არ მიუპყრია. ზურასთან შეხვედრის შემდეგ კი მივხვდი, რომ ქალი ვიყავი. დავსერიოზულდი და სხვანაირი გავხდი. ზურა საქართველოში სულ ჩამოვიდა - უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა. მაშინ მოუნათლავი ვიყავი და გადაწყვიტეს, რომ ზურა იქნებოდა ჩემი ნათლია. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. ამ კაცზე ისე ვიყავი შეყვარებული, რომ მასზე ფიქრში მათენდებოდა ყოველღამე და ნათლიობაზე როგორ დავთანხმდებოდი?! მოკლედ, ავიჩემე, ჩემი ნათლია ჩემი ტოლი უნდა იყოს-მეთქი და იმდენი ვქენი, რომ ჩემსავე დაქალს მოვანათვლინე თავი. ზურამ კი მსუბუქად მისაყვედურა - ნათლიად რატომ დამიწუნეო?! პასუხი არ გამიცია. 
ასე ტანჯვაში გაიარა ოთხმა წელმა. ვერ ვამჟღავნებდი ჩემს გრძნობას, ზურა კი ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და მისი ხშირად ნახვის ბედნიერება მქონდა. მის გვერდით სხვადასხვა ქალს ვხედავდი, ჩვენთანაც მოჰყავდა სტუმრად. ამაზე ვგიჟდებოდი, ვეჭვიანობდი, ვებუტებოდი. მისი ნაჩუქარი თოჯინა კი სულ ჩემ გვერდით იყო. ერთად გვეძინა და მარტო გარეთ გასვლისას ვიშორებდი. 
სკოლა რომ დავამთავრე, მამამ მანქანა მიყიდა. სტუდენტობის ლაღი პერიოდი მქონდა, მაგრამ გულში მუდამ სევდა მედგა. სხვა მამაკაცი ჩემთვის არ არსებობდა, ზურას კი ვერაფერს ვუბედავდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემი მშობლები და ზურა მეგობრებთან ერთად საქეიფოდ წავიდნენ. მოგვიანებით მე უნდა მიმეკითხა და სახლებში წამეყვანა. ზურა დაიყოლიეს, რომ ჩვენთან დარჩენილიყო. ქეიფი გააგრძელეს... შემდეგ ზურამ ვიღაც ქალს დაურეკა, - შენთან მოვდივარო. მამა არ უშვებდა, მაგრამ არ დაიშალა. ტაქსით უნდოდა წასვლა, მაგრამ არ გავუშვი - მე წაგიყვან-მეთქი და კიბეზე ხელკავით ჩავიყვანე. ასე ახლოს მასთან არასოდეს ვყოფილვარ. მანქანაში ხმას არ იღებდა. როცა მის სახლთან მივედი, არც მაშინ უთქვამს, - შინ არ მოვდიოდი, აქ რატომ მომიყვანეო?! როცა სახლამდე აყოლა შევთავაზე, არც მაშინ გაუპროტესტებია. კარს გასაღები რომ მოარგო და გააღო, დავემშვიდობე. - ნათლიად რატომ დამიწუნეო? - მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. მეც არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ ვაკოცე. თითქოს ელოდა კიდეცო, არც გაჰკვირვებია. მომეხვია და თვითონაც მაკოცა. კარგა ხანს ვიდექით ასე ჩახვეულები. მე კარისკენ გავიწიე, ოთახში შესვლა მინდოდა, მაგრამ წინ გადამიდგა და არ შემიშვა. - შინ წადიო, - კბილებში გამოცრა და კარი ცხვირწინ მომიხურა. 
ამის მერე 2 კვირის განმავლობაში მისთვის თვალიც არ მომიკრავს. მამაჩემიც ბუზღუნებდა, - სად დაიკარგა ეს კაციო?! მივხვდი, თავს გვარიდებდა. ავდექი და სამსახურში მივადექი. სალაპარაკოდ არ გამიჩერდა. ჩემი დანახვაც კი არ უნდოდა. ამან ძალიან გამანერვიულა. მომდევნო რამდენიმე დღე ვტიროდი. შემდეგ საღამო ხანს, როცა მის ფანჯრებში შუქი აინთო, შინ მივადექი. კარის სახელური დავწიე და ბედად, ღია იყო. ოთახში, დივანზე წამოწოლილს დავადექი თავზე. გველნაკბენივით წამოხტა. მემუდარებოდა - წადიო... მეც ვეხვეწებოდი, - მომისმინე-მეთქი. ბოლოს დავიყოლიე და დავითანხმე, რომ გვესაუბრა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გამაფრთხილა, - ახლოს აღარ გამეკარო, რაც იყო, ჩათვალე, არ ყოფილა და სიზმარში ნახეო. მე კი სიყვარულს ვუხსნიდი და ვეუბნებოდი, რომ წლების განმავლობაში ვიტანჯებოდი ამ გრძნობით, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა. 
იქიდან ატირებული წამოვედი. რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა და გადავწყვიტე, რომ ფარხმალი არ დამეყარა და მებრძოლა. სამსახურში ვაკითხავდი, ლექსებს ვწერდი და კართან ვუტოვებდი (მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა). ერთხელ სწორედ ისეთ დროს გამოაღო კარი, როცა მორიგ საჩუქარს ვუტოვებდი. მკაცრად მითხრა, შემოდიო. შევედი და პატარა ბავშვივით ავიტუზე დერეფანში. ხელი მსუბუქად წამკრა და ოთახისკენ მიბიძგა. - შენზე 16 წლით უფროსი ვარ, მამაშენის და დედაშენის კლასელი, რატომ თავს არ დამანებებო?! - ისე მიყურებდა, რომ პირველად მივხვდი, მასაც ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც გრძნობა. - მიყვარხარ-მეთქი, - ამოვილუღლუღე და ავტირდი. - მკერდზე მიმიხუტა. რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ ლოგინში გავიღვიძეთ დილით. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. 2 თვის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. - დავქორწინდეთო, - თვალის დაუხამხამებლად მითხრა. მაგრამ რას იტყოდნენ ჩემი მშობლები? ეგ იყო საქმე. 
ზურასთან მოლაპარაკების გარეშე გადავწყვიტე, მამას დავლაპარაკებოდი და ამისთვის ისეთი დრო შევარჩიე, როცა ზურა რამდენიმე დღით ქალაქიდან წასული იყო. როცა მამას ვთხოვე, - კაფეში დავსხდეთ, სალაპარაკო მაქვს-მეთქი, დამთანხმდა. როგორც კი მაგიდასთან დავსხედით, მკითხა, - შეყვარებული ხარო? - კი-მეთქი. - ზურა გიყვარსო? - სახეზე ალმური მომედო. არ ველოდი, თუ მამა ამას მიხვდებოდა. ძლივს დავუქნიე თავი. - პატარა ბიჭი არ ვარ, რომ ვერაფერს ვხვდებოდე, ზურას დაკარგვის მიზეზსაც ვხვდები და შენი ხშირი ცრემლებისაც. ყოჩაღ მაგას, თუ ამდენი წლის მანძილზე გიწევს წინააღმდეგობასო. - რა არზის ხარ ამ ყველაფერზე-მეთქი? - ჩემი მეგობარი რომ შეგიყვარდა, ეგ არ მომწონს და თუ ჩემს სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული, წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგრამ რადგან ასე მოხდა, მე ვინ მკითხავსო?!. გული სიხარულით ლამის ბუდიდან ამომივარდა, მაგრამ ემოციის გამოხატვის ძალიან მომერიდა და თავი შევიკავე. შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით მოვუყევი და დედასთვის ამ ამბის გამხელაც მას ვთხოვე. 
მე და ზურა დავქორწინდით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ხალხში მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ ამბავს, ცოტა ხანს იჭორავეს, ენები მოიფხანეს და დაწყნარდნენ. ახლა 4 შვილი გვყავს და ძალიან ბედნიერები ვართ. მადლობელი ვარ უფლის, რომ ზურა არსებობს და მე შემახვედრა. ამდენი წელია, მისი სიყვარულის ტყვეობაში ვარ და არც მინდა მისგან თავის დაღწევა. სახელი ალბათ არაა აუცილებელი. ვინც მიცნობს, ის ისედაც მიხვდება, და ვინც არ მიცნობს, მისთვის რა მნიშვლეობა აქვს, რა მქვია.
წყაროшаблоны для dle 11.2
loading...
loading...
Офлайн
Гость tricwetRop
Гость tricwetRop 16 марта 2018 00:54
не то --- Я считаю, что Вы допускаете ошибку. Пишите мне в PM, поговорим. когда выйдет три метра над уровнем неба, когда будет метод 2 сезон и война миров z часть 2 дата выхода когда выйдет сериал меч 3
Офлайн
LatonyaDak
LatonyaDak 24 марта 2018 14:29
This message is posted here using XRumer + XEvil 4.0 XEvil 4.0 is a revolutionary application that can break any antibot protection. Captcha Recognition Google (ReCaptcha-1, ReCaptcha-2), Facebook, BING, Hotmail, Yahoo, Yandex, VKontakte, Captcha Com - and over 8400 other types! You read this - it means it works! ;) Details on the official website of XEvil, there is a free demo version. Check YouTube video "XEvil ReCaptcha2"

Добавить комментарий

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
loading...